„ეს მეტყველებს ერთ რამეზე, რომ ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა გავაცნობიეროთ ერთი რამე – არ არსებობს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, ეს ყველაფერი არის ქიმერა, მოფიქრებული კონსტრუქტი იმისთვის, რომ თავს მოახვიონ პატარებს და სუსტებს და ჩვენ გვესაუბრონ, თითქოს რაღაც წესრიგი არსებობს, თითქოს რაღაც ნორმებია, რომელსაც ყველა სახელმწიფო ემორჩილება. ამის დასტური იყო ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც აქ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის მანდატით იმყოფებოდა. მისი მონაწილეობით კანონსაწინააღმდეგო შეკრებაში, თბილისელებს გადაგვიკეტა გზა, ფაქტობრივად, და ამით დაგვანახა, რომ არაფერს არ ნიშნავს ქართული სახელმწიფო, არაფერს არ ნიშნავს მერაბ კოსტავას მიერ განვლილი გზა ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი კანონებისთვის. ეს ყველაფერი არაფერს არ ნიშნავს, ნულია ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თვალში და ჩვენც მისთვის არაფერს არ ვნიშნავთ, საერთოდ. ერთ 39 -წამიან ვიდეოს ანაცვალა საკუთარი რეპუტაცია, როგორც ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ,”-ამის შესახებ პარლამენტის თავმდჯომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ეუთოს  მოქმედი თავმჯდომარის, ელინა ვალტონენის რუსთაველის გამზირზე, აქციაზე მისვლას გამოეხმაურა.