საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეუთო-ს თავმჯდომარე და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი რუსთაველის გამზირზე გზის უკანონო გადაკეტვისთვის 5 000 ლარით დაჯარიმდა.
ცნობისთვის, ელინა ვალტონენი საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 14 ოქტომბერს იმყოფებოდა, სადაც პროტესტის მონაწილეებს გაესაუბრა. ამასთანავე, ვალტონენმა რუსთაველის გამზირიდან სოციალური ქსელით ვიდეომიმართვაც გაავრცელა.
მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, “კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო, პრემიერ-მინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა“. მოგვიანებით ელინა ვალტონენმა ფინურ გამოცემა helsingin sanomat-ს განუცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან დაგეგმილი შეხვედრა არა საქართველოს, არამედ ფინეთის ინიციატივით გაუქმდა გრაფიკის ცვლილების გამო.