„ჩინეთის კომუნისტურ პარტიას „ქართული კოშმარის“ რეჟიმის სახით შესანიშნავი პარტნიორი ჰყავს, რომელიც შუა დერეფანში კრიტიკულად მნიშვნელოვან მინერალებზე ამერიკის წვდომას ზღუდავს, რათა პეკინში თავიანთ მევახშეებს ასიამოვნოს. ეს ყველაფერი კი იმ დროს ხდება, როდესაც ისინი პრეზიდენტ ტრამპს დასცინიან და მოთხოვნებს უყენებენ. ახლა მოქმედებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს,”-ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.