„ვგმობთ ძალადობის ნებისმიერ ფორმას და, რა თქმა უნდა, ის, რაც იქ ხდება, შეუმჩნეველი არ რჩება. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ სანქციებზე, ვმუშაობთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს ხელისუფლებისკენ ფული არ მიდიოდეს და ვმუშაობთ სამოქალაქო საზოგადოების, ჟურნალისტების და ყველა იმ ადამიანის მხარდასაჭერად, ვინც მშვიდობიანად მოქმედებს უკეთესი მომავლისთვის და არ თმობს იმედებსა და ღირებულებებს, რასაც ევროპა განასახიერებს,”-ამის შესახებ ევროკომისიის პრესპიკერმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ანიტა ჰიპერმა განაცხადა, რითაც ტელეკომპანია ,,ფორმულას” ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, აკვირდება თუ არა ევროკომისია სიტუაციას საქართველოში.