„განათლების სისტემაში პრობლემები და გამოწვევები იყო და დღემდე არსებობს. ეს ყველაფერი გამოწვეული იყო იქიდან, რომ გარკვეული ტიპის გრძელვადიან პერსპექტივაში გეგმები და პლატფორმები არ იყო. პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული განათლების ეს რეფორმა, რომელსაც დარწმუნებული ვარ, გივი მიქანაძე მაღალი ხარისხით შეასრულებს – რა თქმა უნდა, სათავეს დაუდებს საქართველოში იმ ძირეულ განათლებას, რომელიც დაიწყება საბაზისოდ სკოლებიდან და გაგრძელდება უმაღლეს სასწავლებლებში. დაანონსებული რეფორმა ოპტიმალური ვარიანტია.

ყველა ჩამონათვალი, რომელიც ითქვა, ემსახურება იმას, რომ საქართველომ განათლებული მოქალაქე და პროდუქტიული შედეგი მიიღოს. ეს არის მოცემულობა, ამიტომ, ბუნებრივია, საჭიროებს გარკვეულ პერიოდს, შეიძლება რამდენიმე წელსაც, მაგრამ სამაგიეროდ ეს ის რეფორმა იქნება, რომელიც სათავეს დაუდებს საქართველოში სწორ მიმდინარეობას,”-ამის შესახებ ,,ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა