BBC-ის უკრაინული სამსახურის კორესპონდენტმა მიროსლავა პეცამ პრეზიდენტ ტრამპს კითხვა დაუსვა. „რა მოხდება, თუ პუტინი ცეცხლის შეწყვეტაზე არ დათანხმდება? რას იზამთ მაშინ?“ იკითხა მან.
„ვნახოთ, რა მოხდება“, – უპასუხა ტრამპმა. „ ვფიქრობ, პრეზიდენტ პუტინს ომის დასრულება სურს. გუშინ ორსაათ-ნახევარი ვესაუბრე და ბევრი დეტალი განვიხილეთ. ვფიქრობ, პრეზიდენტ ზელენსკისაც სურს ომის დასრულება. ახლა ეს უბრალოდ უნდა გავაკეთოთ“, – დასძინა მან.