„ისინიც, რეალურად რადიკალური ოპოზიციის ნაწილი არიან, 1 წელი იწვალეს და საბოლოო ჯამში, მაინც მოუწიათ არჩევნების და შესაბამისად, პარლამენტის აღიარება და შევიდნენ პარლამენტში. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, საერთო სულისკვეთებას არ ცვლის. რეალურად, ისინი რადიკალური ოპოზიციის განუყოფელი ნაწილი არიან, შესაბამისად რთული იქნება ამ პირობებში თანამშრომლობა. მათ გაუჭირდებათ რადიკალური დღის წესრიგიდან გამოსვლა გამომდინარე იქიდან, რომ მათ უცხოელი პატრონი ჰყავთ, რომელიც ერთადერთ რამეს ავალებს, რომ ქვეყანაში რადიკალიზმის კერები შეინარჩუნონ,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი  კობახიძემ განაცხადა,რითაც პარტიის,,გახარია საქართველოსთვის” პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.