„ერთი წლის განმავლობაში პირველად რადიკალებმა ვეღარ მოახერხეს ქუჩის გადაკეტვა. ეს ნიშნავს იმას, რომ ახალმა კანონმა დაიწყო ამოქმედება. რა თქმა უნდა არ უნდა მოვდუნდეთ, ყურადღებით გავაგრძელოთ მუშაობა. საბოლოო ჯამში, რადიკალიზმი ბოლომდე უნდა ჩაიშალოს ჩვენს ქვეყანაში. არ შეიძლება, 50 რადიკალი ძალადობდეს 3 700 000 ადამიანზე. ამის წინააღმდეგ ამოქმედდა კანონმდებლობა და ვხედავთ რომ დაიწყო ეფექტურად მუშაობა ახალმა კანონმა.
[გზას] ყოველდღიურად 50 ადამიანი კეტავდა. ანუ ყველას დაკავებაც არ ხდება, ასე გამოდის, 50 კაცი კეტავს ქუჩას, აქედან 20-25 ადამიანს აკავებს პოლიცია, რაც ეფექტურად მუშაობს. მადლობა მინდა გადავუხადო შსს-ს. პროტესტი არ არსებობს. როდესაც რუსთაველის გამზირზე ვერ გამოგყავს, სრული მობილიზაციის პირობებში, 300 კაციც კი, ეს ნიშნავს, რომ პროტესტი არ არის. ეს ნიშნავს იმას, რომ არის უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალური აქცია,”-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.