„სამწუხაროა, რა რეალობის წინაშეც დავდექით. მოსასმენად მძიმეა, როდესაც საკითხი ეხება თანაგუნდელს, თანამებრძოლს, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირს, მაგრამ რეალობა არის ეს. კანონის წინაშე ყველა თანაბარი ვართ. სამწუხაროა, მაგრამ ვფიქრობ, რომ სამშობლოს წინაშე პასუხისმგებლობა უფრო მეტია, ვიდრე პირადი ურთიერთობები. გამოძიება გაგრძელდება. ალბათ, უფრო მეტი დეტალი იქნება ცნობილი, მაგრამ ის რა რეალობაც არის, ეს არის რეალობა. კანონს, რა თქმა უნდა, სჭირდება დაცვა და კანონი ყველგან იქნება დაცული,”-ამის შესახებ ,,ხალხის ძალის” დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა,რითაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას გამოეხმაურა.