„ამ ქვეყანაში, პირველი პოლიტიკური კორუფციონერი არის ბიძინა ივანიშვილი და მის დაქვემდებარებაში მყოფი თითოეული მაღალი თანამდებობის პირი ბრალდებული უნდა იყოს კორუფციაში იმიტომ, რომ დღეს, რა დანაშაულებრივი მმართველობაც არსებობს ქვეყანაში, ეს კორუფციული სქემები ჩაშლილია მთელი საქართველოს მასშტაბით. ირაკლი ღარიბაშვილი იყო ამ ყველაფრის, მხოლოდ ერთი ჭანჭიკი, რომელიც ემსახურებოდა ივანიშვილის და ანტიქართული „ოცნების“ ინტერესებს. მის მიმართ გამოყენებული საპატიმრო, არასაპატიმრო, ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა, თუ ა.შ. ყველა ზომა არის პოლიტიკური ზომა იმის გამო, რომ ის დაისაჯოს რაღაც შიდა პოლიტიკურ გაურკვევლობისთვის. რეალურად, ჩვენ გვაქვს შეხება ყველაზე კორუფციულ მთავრობასთან საქართველოს ისტორიაში, ისეთი კორუფციული მთავრობას, როგორიც არის ივანიშვილის ანტიქართული „ოცნება“ საქართველოს არასდროს ჰყოლია.

მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ გვესმოდეს, ისინი ერთმანეთთან ყოველთვის ლაპარაკობენ, ესენი არიან მხარეები: ღარიბაშვილი კობახიძე, ივანიშვილი, რომლებიც წლების განმავლობაში ერთად არიან გასვრილი მრავალ დანაშაულში, მათ შორის ეს არის კორუფციული საქმეები და მათ შორის, სისხლის სამართლის დანაშაულები. შესაბამისად, ამ პოლიტიკური გარჩევის პირობებში, სადაც ისედაც ყველა კორუფციონერია, მათ აქვთ ინფორმაცია ერთმანეთის დანაშაულების შესახებ. მოხდება რბილი, თუ უფრო მკაცრი სანქციის გამოყენება, ეს ყველაფერი დამოკიდებულია, როგორ შეთანხმდებიან შიდა პოლიტიკურ ძალადობრივ კინკლაობაში. ამიტომ, ჩემთვის სამართლებრივი და პოლიტიკური ფაქტორი ამ ყველაფერს არ გააჩნია, მხოლოდ არის ის, რომ მათ აქვთ კონფლიქტი, ყველა არის თანამონაწილე იმ დანაშაულებრივ კრიმინალურ საქმიანობაში, რასაც სჩადის ივანიშვილი და მისი ხელისუფლება.

ყველა ის პირი, რომელიც დღეს არის ე.წ. ბრალდებული, არის ამ კრიმინალური დაჯგუფების წევრი და ნაწილი, ისინი გარიგებაში იმყოფებოდნენ, იმყოფებიან და იქნებიან მომავალშიც, სანამ ღიად არ გამოვა ირაკლი ღარიბაშვილი, სანამ ღიად არ გამოვლენ ის პირები, რომლებიც ვალდებულები არიან საჯაროდ ისაუბრონ იმ დანაშაულებზე, რაც ჩაიდინა „ქართულმა ოცნებამ“, იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას’ დღეს მართავს „ეფ ეს ბე“ და რუსული ინტერესები, იმას, რომ ივანიშვილი არის პირადად დაინტერესებული კორუფციული სქემების არსებობაში მთელი საქართველოს მასშტაბით,”-ამის შესახებ ,,ძლიერი საქართველო-ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.