“დონალდ ტრამპი აზიაში გაემგზავრა,” – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ხუთდღიანი ტურნეს ფარგლებში მალაიზიას, იაპონიასა და სამხრეთ კორეას ეწვევა, სადაც ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდება. აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრა 30 ოქტომბერს, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში შედგება. დონალდ ტრამპის ცნობით, სი ძინპინთან შეხვედრაზე სავაჭრო შეთანხმების, უკრაინაში ომისა და ბირთვული იარაღის კონტროლის საკითხების განხილვას გეგმავს.