„გახარიას პარტია [პარლამენტს] ლეგიტიმაციას, ვერ მისცემს, ლეგიტიმაციას აძლევს ქართველი ხალხი. ქართველმა ხალხმა უკვე მისცა ლეგიტიმაცია „ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“, პარლამენტს და კონკრეტულ პარტიას რაც შეეხება, სხვათა შორის, ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. ოპოზიციურ სპექტრს და იმ მოღალატე აგენტურას თუ შევხედავთ, მაინც ყველაზე ჭკვიანი ესენი გამოდგნენ. რაღაც ანალიზი, შეფასებები გააკეთეს და მიხვდნენ, რომ სისულელე იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც არშესვლასთან დაკავშირებით ჰქონდათ მიღებული. რა თქმა უნდა, ამით კონკრეტული პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები ზიანდებოდნენ. „ქართულ ოცნებას“ და პარლამენტს ამით არაფერი დაჰკლებია,”-ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.