„მეორე მე არსებობს ბრიუსელში, რაღაც ბიპოლარულობასთან გვაქვს საქმე. სანქციებთან დაკავშირებით ევროკავშირის მთავარი წარმომადგენელი უკვე მერამდენეჯერ აქებს საქართველოს ხელისუფლების მოქმედებას. იცით, რომ საქართველო როგორც რუსეთთან მოსაზღვრე ქვეყანა, ზოგადად რისკის ზონაშია იმ მხრივ, რომ ბევრმა შეიძლება მოისურვოს, იფიქროს, რომ საქართველოს ტერიტორია გამოიყენოს სანქციებისთვის გვერდის ასავლელად. თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ იმდენად ეფექტიანი კონტროლის მექანიზმი შეიმუშავა, რომ არათუ საყვედური არ გვსმენია მათგან, შექების მრავალი შემთხვევაა და ახლაც ეს ოფიციალური წერილიც იყო. ეს არის ბრიუსელის ერთი მხარე, ერთი მე. თუ ქება იყო ერთის მხრიდან, ბრიუსელის მეორე მე კი გრანტს აძლევს „საერთაშორისო გამჭვირვალობას“, რომელიც ზუსტად ამით არის დაკავებული, რომ დააბრალოს საქართველოს თითქოს მისი ხელისუფლება უზრუნველყოფს სანქციების გვერდის ავლას. ამაში გადახდილია ევროკავშირის ფული. ამ დეზინფორმაციის გავრცელებას აფინანსებს ბრიუსელი. ამიტომ გვაინტერესებს რა ხდება, ჩამოყალიბდეს უნდა ბრიუსელი, რომელი მე საუბრობს მასში. არის საქართველო სანქციების დაცვის მხრივ შესაქები ქვეყანა? თუკი ეს არის, მაშინ რატომ აფინანსებენ დეზინფორმაციას ბრიუსელიდან? „საერთაშორისო გამჭვირვალობას“, „ისფედს“, „ფექტჩეკს“ და სხვა ასეთ ორგანიზაციებს? პირდაპირ ბრიუსელი აფინანსებს მათ დეზინფორმაციულ კამპანიებს საქართველოს წინააღმდეგ. ეს უპირველეს ყოვლისა აჩვენებს არა ორმაგ სტანდარტს, არამედ ბიპოლარულ აშლილობას ბრიუსელში,”-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმდჯომარემ, შალვა პაპუაშვილამ განაცხადა,რითაც შეაფასა სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გამოგზავნილი წერილი.