„ქართულ მიწაზე უნიკალური ეკოსისტემის განადგურების ხარჯზე, ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ ბანდა აპირებს, რომ 2 არაბული ქალაქი ააშენოს. 600 ჰა-ის მასშტაბის მიწა გადაცემულია თბილისის მახლობლად, კრწანისის ტყე-პარკში, ხოლო გონიოსთან სტრატეგიული მნიშვნელობის ტერიტორიაზე 260 ჰა-ის ფართობი. დღეს, „ლელო-ძლიერ საქართველოს“ გვინდა ოფიციალურად გამოვითხოვოთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან ინფორმაცია ამ პროექტის შესახებ. ჩვენ მივმართეთ ოფიციალური წერილით, სადაც ვითხოვთ დაზუსტებულ ინფორმაციას ორ უმნიშვნელოვანეს დეტალზე.
ერთის მხრივ, მთავრობა ამბობს, რომ 33% წილი Eagle Hills-ის ქართულ შვილობილ კომპანიაში სახელმწიფომ მიიღო დაახლოებით, 600 მილიონი დოლარის ღირებულების მიწის სანაცვლოდ. ჩვენ გვაინტერესებს, სად, რომელ ანგარიშზე ინახება ის არაბული მილიარდ 200 მილიონი დოლარი, რომელიც შეესაბამება ამ მიწის ღირებულების ფასს და არის საწესდებო კაპიტალი, რომლითაც დაახლოებით 70% წაიღო ამ არაბულმა კომპანიამ. რატომ შევიდა სახელმწიფო ამ კომპანიაში? აქვე გაინტერესებს დეტალები იმ ძალიან გაუმჭვირვალე პროცესის, რითაც შეირჩა ინვესტორი და აშენებს ამხელა დეველოპერულ პროექტს კრწანისის ტყე-პარკისა და და გონიოს დაცულ ტერიტორიებზე. ამ ინფორმაციის მოწოდება ძალიან მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოებისთვის კარგად გავიაზროთ, თუ რა ფორმის აფერასთან გვაქვს საქმე. შედეგად რა დგება? – თბილისში, ქალაქ მცხეთის ზომის არაბული ანკლავი იქმნება კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიაზე. თავად ამ კომპანიის ინვესტორებმა თქვეს, რომ ეს დეველოპერული პროექტი გათვლილია საერთაშორისო კლიენტურაზე და 60%-ზე მეტი აქ მყიდველი იქნება საერთაშორისო კლიენტი. თქვენთვის მომინდვია დასკვნა, საიდან და როგორ იქნება ეს კლიენტები ამ ქვეყანაში ჩამოყვანილი. ამ პროექტის განხორციელებით ივანიშვილი, ფაქტობრივად, მწვანეს უნთებს მასიურ, მასშტაბურ არაბულ ჩამოსახლებას საქართველოში.
როდესაც სახელმწიფო შედის კერძო დეველოპერულ პროექტში ბიზნეს-რისკითა და წილით, დიდი საერთაშორისო პრაქტიკით ეს პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს კორუფციულ გარიგებასთან ან თავიდან ბოლომდე, დეველოპერულ აფიორასთან, რომელსაც ივანიშვილი ატარებს. ამიტომ, მოვითხოვთ, რომ დეტალურად გასაჯაროვდეს ყველა ინფორმაცია, დარწმუნდეს ქართული საზოგადოება, რომ ქართული მიწის სანაცვლოდ ივანიშვილის კლანი და გარკვეული არაბი ინვესტორები არ მდიდრდებიან, დაადგინოს ზუსტად, რასთან გვაქვს საქმე,”-ამის შესახებ ,,ლელო-ძლიერი საქართველოს” წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.
 
			
					