ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვედრა ნოემბერში, დიდი ოცეულის სამიტზე შესთავაზა. სამიტი სამხრეთ აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგში იუწყება უცხოური მედია. არსებული ინფორმაციით სამიტზე დასწრებას არ გეგმავენ აშშ-სა და რუსეთის ლიდერები.
აღსანიშნავია, რომ ფინეთის პირველმა პირმა წინადადება ჰელსინკიში ეროვნული თავდაცვის კურსის გახსნაზეც წამოაყენა. ასევე შეეხო ბირთვული იარაღის საკითხს, ფინეთის თავდაცვასა და უკრაინის მხარდაჭერას.
„უკრაინის მხარდაჭერით ჩვენ ბევრს ვიგებთ. უკრაინის მიერ თანამედროვე ომის ნიუანსების გაგება ბევრ რამეს გვაძლევს“, – თქვა სტუბმა.
შეგახსენებთ, რომ დიდი ოცეულის სამიტი 22-23 ნოემბერს გაიმართება. რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები სამხრეთ აფრიკაში ვიზიტს არ გეგმავენ. კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი „წარმოდგენილი იქნება ღირსეულ დონეზე“ (წინა წლებში ამ ღონისძიებას საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ესწრებოდა). აშშ-ს სამიტზე ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი წარმოადგენს.