„წარმოუდგენელია, როდესაც ამერიკელი კონგრესმენები იცავენ USAID-ის თანამშრომლებს, იმ USAID-ის, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაცია უწოდებს კორუფციონერებს და მათ შორის, იმ ადამიანებს, როლებიც იბრძვიან ამერიკული ინტერესების საწინააღმდეგოდ იმ ქვეყნებში, სადაც არიან წარგზავნილები. ძალიან საინტერესოა, რა აქვთ წყაროდ მოყვანილი. წყაროდ მოყვანილი აქვთ ადგილობრივი ე.წ. მედია, მათ შორის, ისევ „რადიო თავისუფლება”, რომელსაც აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია პროპაგანდის მანქანას უწოდებს. ვხედავთ, რომ „დიფ სთეითის” მართული სხვადასხვა პირები ხან წყაროდ არიან გამოყენებული, ხან სიცრუის გამავრცელებლად და ამავდროულად, საერთო ჯამში, ერთიანად ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მებრძოლები არიან. ახლა მიმართავენ იმ ადმინისტრაციას, რომელსაც გაცხადებული მიზანი აქვს, რომ იბრძოლოს „დიფ სთეითის” წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი მიმართულია რომ როგორმე, „ნაცმოძრაობას” და მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ პარტიებს და ტელევიზიებს მისცენ საშუალება, რომ შექმნან ერთი სიუჟეტი მაინც და იბრძოლონ ისევ და ისევ ქართველი ხალხის წინააღმდეგ,”-ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ,არჩილ გორდულაძემ განაცხადა,რითაც მერიკელი კონგრესმენების მიერ მარკო რუბიოსადმი გაგზავნილი წერილი შეაფასა.