საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 13-14 ნოემბრის ღამეს რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ მასობრივ დარტყმებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაში აღინიშნა, სამიზნე,ძირითადად, უკრაინის დედაქალაქი კიევი იყო,მისი ენერგეტიკული ობიექტები, საცხოვრებელი უბნები და საავადმყოფო, რასაც „მრავალი მსხვერპლი და დაშავებული მოჰყვა, მათ შორის ბავშვები“.
,,ეს მასშტაბური დარტყმები,რომლებშიც გამოყენებული იყო დაახლოებით 430 დრონი და 18 რაკეტა, წარმოადგენს შემდგომ ესკალაციას და დამატებითი მტკიცებულებების შემთხვევაში აჩვენებს რუსეთის მხრიდან მშვიდობიანი გზით ჩართულობის სურვილის არარსებობას. საფრანგეთი სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას, მის ხალხსა და ხელისუფლებას, ასევე, აზერბაიჯანის საელჩოს თანამშრომლებს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საფრანგეთი გააგრძელებს მცდელობას ყველა პარტნიორთან ერთად გაზარდოს უკრაინის მხარდაჭერა და გააძლიეროს ზეწოლა რუსეთზე,რათა მან დაასრულოს ომი,”-წერია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.