თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა,რომ რუსეთ-უკრაინის ომი ,,შეჩერების უახლოეს ზღვრამდეა.” მან ხაზგასმით აღნიშნა,რომ კონფლიქტი ყველა მონაწილისთვის ,,გამოფიტვის ომად” იქცა. თურქულ სატელევიზიო არხთან, A Haber-თან ინტერვიუში ფიდანმა აღნიშნა, რომ ევროპელ ლიდერებსაც სურთ კონფლიქტის დასრულება და რომ კონფლიქტმა ,,ყველაზე ბნელ მომენტს” მიაღწია,რადგან ორვე მხარე ერთმანეთის სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებაზეა ორიენტირებული.
,,ისინი აგრძელებენ ჩვეულებრივი სამხედრო სამიზნეების დარტყმებს,მაგრამ ეს ფრონტი ჩიხშია. ომი ,ფაქტობრივად, დრონების ბრძოლაში გადაიზარდა,”-განაცხადა ჰაკან ფიდანმა.
მან აღნიშნა,რომ სიტუაცია მოსკოვისა და კიევისთვის სულ უფრო დამღლელი ხდება და დასძინა,რომ ცეცხლის შეწყვეტის პირობები არსებობს და დიპლომატიური ძალისხმევა გრძელდება. ამასთანავე, მისი თქმით, კონფლიქტი უნდა დასრულდეს.
„ეს გამოფიტვის ომად გადაიქცა. არცერთი მხარე რეალურად დიდ შედეგს არ იღებს, პირიქით, ორივემ უზარმაზარი დანაკარგები განიცადა“, – განაცხადა ფიდანმა.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროპა პირდაპირ არ არის ჩართული ჯარებით, ჩართულია ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერით და ეს „ხარჯები იზრდება“.
„ომი უნდა დასრულდეს. მიგვაჩნია, რომ მოლაპარაკებები გარდაუვალია. ეს შეიძლება მოხდეს თურქეთში, შეიძლება მოხდეს სხვაგან, მაგრამ მჯერა, რომ მშვიდობა აუცილებლად დადგება“, – განაცხადა ჰაკან ფიდანმა.