ბრიუსელთან ადამიანის უფლებების დიალოგი გადაიდო.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით:

„გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, თან სწორედ იმ საკითხებზე, რომლებზეც, რომ ჰკითხო, ყველაზე მეტი სათქმელი ექნებოდათ. მიზეზი მარტივია – როდესაც საკუთარი პოზიციები ცრუ ნარატივებზე და დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ზუსტად იცი, რომ პირველივე არგუმენტირებულ საუბარში ეს ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვის შეხებით ჩამოგეშლება. სიმართლის პატივისცემისა და კრიტიკისადმი გახსნილობის გარეშე არანაირი „ევროპა“ არ არსებობს“

შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა საკითხებზე ევროკავშირთან დაგეგმილი დიალოგის შეხვედრა გადაიდო. უწყების ინფორმაციით, ევროკავშირი არ იყო მზად მოესმინა ქართული მხარის არგუმენტირებული პოზიციები, ხოლო საკითხის სპეკულატიური გამოყენება შთაბეჭდილებას ქმნის, რომ შეხვედრის ჩატარების სურვილი გულწრფელი არ იყო.