”We Are the World” – არის ”USA for Africa” -ს საქველმოქმედო სინგლი რომელსაც 45 ამერიკელი მომღერალი ასრულებს. სიმღერა, რომელიც ხალხს შიმშილობის დასამარცხებლად გაერთიანებისკენ მოუწოდებს, მაიკლ ჯექსონმა და ლაიონელ რიჩიმ დაწერეს. პროექტის პროდიუსერები იყვნენ კვინსი ჯონსი და მაიკლ ომარტიანი. სიმღერა შეტანილია ამავე სახელწოდების ალბომში.
1984 წლის ნოემბერში ბრიტანულმა სუპერჯგუფმა ”Band Aid”, გამოუშვა საქველმოქმედო სინგლი “Do They Know It’s Christmas?” და მუსიკალური ფესტივალის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი გამოიყენეს ეთიოპიაში შიმშილით დაზარალებულთა დასახმარებლად. ამერიკელმა მომღერალმა და საზოგადო მოღვაწემ ჰარი ბელაფონტემ კი გადაწყვიტა მსგავსი ღონისძიების მოწყობა შეერთებულ შტატებში. ბელაფონტეს პირველი იდეა იყო აფრო-ამერიკელი არტისტებისთვის კონცერტის მოწყობა, თუმცა ამ იდეის მენეჯერ კენ კრეგენთან და კონცერტის პრომოუტერ რონ დელზენერმა განხილვის შემდეგ მივიდა დასკვნამდე, რომ ბევრად უფრო ადვილი იქნებოდა შემსრულებლების შეკრება სიმღერის ერთად ჩასაწერად. თავდაპირველად სტივი უანდერს მაიკლ ჯექსონთან და ლაიონელ რიჩისთან ერთად პროექტისთვის კომპოზიცია უნდა დაეწერა, მაგრამ მუსიკოსი ნიუ-იორკში იმყოფებოდა და მის შექმნაში მონაწილეობა ვერ მიიღო. მუსიკოსებმა სიმღერაზე მუშაობა 1984 წლის ბოლოს დაიწყეს. ლიონერ რიჩი იხსენებს რომ მათ მიზანი იყო, შეექმნათ რიტმი, რომელიც იქნებოდა მსოფლიო ჰიმნების მსგავსი და ხალხისთვის ნაცნობი და საყვარელი იქნებოდა.
რიჩიმ და ჯექსონმა კომპოზიციას დაარქვეს სახელი „ჩვენ ვართ სამყარო“.
მოგვიანებით, კენ კრეგენმა დაიწყო პროექტზე მუსიკოსების ყურადღების მიპყრობა:
„მინდოდა შემეკრიბა არტისტები, რომლებიც ჩარტების სათავეში იყვნენ.” – იხსენებს კრეგერი. იგი თავდაპირველად გეგმავდა 10 ან 15 მომღერლისგან ჯგუფის შეკრებას, მაგრამ შემსრულებელთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა და მენეჯერს მოუწია უარი ეთქვა კიდევ 50-დან 60-მდე არტისტზე, რომლებსაც სურდათ პროექტში მონაწილეობა.
1985 წლის 22 იანვარს ჩაიწერა ინსტრუმენტული ნაწილები და მომზადდა დემო ვერსია ჯექსონისა და რიჩის მიერ. მუსიკალური კომპოზიციის დემო ჩანაწერი გაეგზავნა ყველა შემსრულებელს, ვინც დათანხმდა მონაწილეობა მიეღო პროექტში.
ცნობილია ისიც, რომ სტუდიაში სიმღერის ჩაწერის პროცესი გადაიღეს კამერით, ეს კადრები კი მოგვიანებით გახდა “We Are the World” -ის ვიდეოკლიპი, რომლის მსოფლიო პრემიერა 1985 წლის 11 მარტს MTV-ზე შედგა.
“We Are the World” გახდა პირველი მულტიპლატინი და ყველაზე სწრაფად გაყიდვადი სინგლი აშშ-ს პოპულარული მუსიკის ისტორიაში. კომპოზიციამ მსოფლიოს მრავალი ჩარტის სათავეში დაიკავა პირველი ადგილი . 1985 წლის 10 ივნისს პირველმა თვითმფრინავმა ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდა ეთიოპიასა და სუდანს. 1987 წლის ბოლოსათვის საქველმოქმედო ორგანიზაცია „USA for Africa“ -მ მიიღო 91 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება, საიდანაც 54 მილიონი დოლარი სინგლის გაყიდვებიდან შევიდა.
25 წლის შემდეგ, 2010 წელს, ქუინსი ჯონსისა და ლაიონელ რიჩის ინიციატივით, სიმღერის ახალი ვერსია ჩაწერა შემსრულებელთა ჯგუფმა Artists for Haiti. კომპოზიციას ერქვა “ჩვენ ვართ მსოფლიო 25 ჰაიტისთვის”. სინგლის გაყიდვიდან შემოსული თანხა გამოიყენებოდა კუნძულ ჰაიტიზე მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად.