თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს წინასასამართლო სხდომა 4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებული მოვლენების საქმეზე. პროცესზე განხილულ საქმეებში ბრალდებულები არიან პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე, ირაკლი შაიშმელაშვილი, ასევე კიდევ ხუთი პირი — ირაკლი ჩხვირკია, გური ჟვანია, ნიკა გვენცაძე და თორნიკე მჭედლიშვილი.
პროცესის დაწყებამდე საქმის პროკურორმა თამარ ბეჟუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბრალდების მხარეს აქვს მოპოვებული არაერთი მტკიცებულება. მათ შორის წარმოდგენილი იქნება ექსპერტიზის დასკვნები, მათ შორის — ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, პროკურორის თქმით, დგინდება, რომ ათონელის სასახლის ღობეზე მანამდე მექანიკური დაზიანება არ ფიქსირდებოდა, „ანუ გადაჭრის კვალი არ დგინდება“.
დღევანდელ სხდომაზე სასამართლო იმსჯელებს მტკიცებულებების დასაშვებობაზე. ამასთანავე, დაგეგმილია ბრალდებულთა მიმართ, მათ შორის ძებნაში მყოფი შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის — ირაკლი შაიშმელაშვილის მიმართ — აღკვეთის ღონისძიების გადახედვა. ასევე გადაწყდება, გადაეცეს თუ არა საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად.