ექიმი კონსტანტინე ჩახუნაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ჩახუნაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„სუს-ში დამიბარეს გამოკითხვაზე. ახლა მოდიან უწყების ჩასაბარებლად ციციშვილის კლინიკაში. მოსამართლესთან გამოკითხვა მოვითხოვე“, – წერს ჩახუნაშვილი.

გამოკითხვა დაკავშირებულია BBC-ის მიერ მომზადებულ საგამოძიებო მასალასთან, სადაც აღნიშნებულია, რომ 2024 წლის ნოემბერ–დეკემბერში საპროტესტო აქციების დასაშლელად შესაძლოა გამოყენებულიყო ქიმიური ნივთიერება „კამიტი“, რომელიც I მსოფლიო ომის დროს გამოიყენებოდა.

BBC-ის სიუჟეტში განხილული იყო აღნიშნული ნივთიერების შესაძლო ზემოქმედება და მასთან დაკავშირებული სამედიცინო მონაცემები. ერთ-ერთი რესპონდენტი სწორედ ექიმი კონსტანტინე ჩახუნაშვილი იყო.