მთავრობამ პარლამენტის, თბილისის მერიის, მთავრობის ადმინისტრაციისა და სამინისტროების არსენალის მთაზე გადატანასთან დაკავშირებით ბაზრის კვლევა გამოაცხადა.
„ყველა საკითხზე მივიღებთ გადაწყვეტილებას. ზოგადად, ჩვენი საჯარო მომსახურეებისთვის შრომის პირობები, ხშირ შემთხვევაში, არ არის სათანადო. აქედან გამომდინარე, ჯერ დაზუსტებული არაა რომელ უწყებებს შეეხება, თუმცა ჩვენ გვაქვს ასეთი გეგმა, კონკრეტული უწყებების შენობები შეიძლება გასხვისდეს, იმისთვის, რომ იმავე ფასად ჩვენ შევძლოთ ახალი შენობების მშენებლობა, რაც ორმაგად უზრუნველყოფს ეკონომიკურ აქტივობას. ერთი მხრივ ეკონომიკური აქტივობა იქნება ახალი შენობების მშენებლობა, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებასაც, მეორე მხრივ საინვესტიციო მიზნებით როცა მოხდება კონკრეტული ადმინისტრაციული შენობების გასხვისება, ესეც შეუწყობს ხელს ეკონომიკურ აქტივობას. ანუ ნულოვანი მდგომარეობიდან ჩვენ ორმაგი ეკონომიკური აქტივობა შეიძლება წავახალისოთ ამ პროექტის მეშვეობით, რაც დამატებით შეუწყობს ხელს ეკონომიკურ ზრდას,”-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.