სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა. საქსტატის ინფორმაციით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი ოქტომბერში 282.5 ლარს შეადგენდა, ხოლო ნოემბერში 5.90 ლარით გაიზარდა და 288.4 ლარი გახდა. ამავე პერიოდში, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 5.10 ლარით გაიზარდა და 255.4 ლარს მიაღწია.

საქსტატის განმარტებით, საარსებო მინიმუმი განისაზღვრება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე, რომელიც ასახავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების მოცულობას. მინიმალური სასურსათო კალათა მოიცავს 40 დასახელების პროდუქტს, მათ შორის პურს, ბურღულეულს, ხორცს, რძის პროდუქტებს, ბოსტნეულსა და საკონდიტრო ნაწარმს.