გადაცემაში „მაესტროს ანატომია“ სტუმარმა, ექიმმა-ინფექციონისტმა დიმიტრი კოჩაძემ ისაუბრა გრიპის ვირუსზე, მის მნიშვნელობასა და იმ გამოწვევებზე, რომლებიც სეზონურად აქტიურდება. ექიმმა ყურადღება გაამახვილა გრიპის რეალურ საფრთხეებზე როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზრდილებისთვის, როგორ ვრცელდება ვირუსი და რატომ არის დროული დიაგნოსტიკა და სწორი მართვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. მან ჩამოთვალა გრიპის ვირუსის ტიპები A,B,C და D ტიპის ვირუსები, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ცირკულაციაში ამ ეტაპზე მხოლოდ A და B ტიპის ვირუსებია.

დიმიტრი კოჩაძემ განმარტა, რომ ა ტიპის ვირუსი, რომელიც თავიდანვე მაღალი ტემპერატურით იწყება,გაცილებით აგრესიულია და ხშირად მძიმე გართულებებს იწვევს. რის გამოც აუცილებელია ადამიანი ყურადღებით დააკვირდეს სიმპომებს და პირველივე ნიშნების დროს მიმართოს სპეციალისტს. რაც შეეხება ბ ტიპის ვირუსს, ექიმის თქმით ის უფრო მსუბუქად მიმდინარეობს და გართულებები თითქმის არ ახასიათებს.

ექიმმა აღნიშნა, რომ ა ტიპის გრიპის ვირუსის ყველაზე დამახასიათებელი ნიშნებია: უეცარი მაღალი ტემპერატურა, ძლიერი სიუსტე, სხეულის და თავის ტკივილი. ეს სიმპტომები გაცილებით მკვეთრია, ვიდრე სხვა რესპირატორული ინფექციის დროს, და სწორედ ეს განსხვავება ეხმარება ექიმებს დროულ დიაგნოზში.

დიმიტრი კოჩაძემ ხაზი გაუსვა რისკ ჯგუფებს − ბავშვებს, ორსულებს, ხანდაზმულებს და ქრონიკული დავადებების მქონე ადამიანებს, რომელთა შემთხვევაში გრიპი შეიძლება გადაიზარდოს პნევმონიაში ან სხვა სერიოზულ გართულებაში.

გადაცემაში სტუმარმა ასევე ისაუბრა გრიპის ვაქცინაციის, როგორც პრევენციის ყველაზე მნიშვნელოვან ფორმაზე და განმარტა, რომ ვაქცინა არ იწვევს დაავადებას, პირიქით − მნიშვნელოვნად ამცირებს მძიმე ფორმების და ჰოსპიტალიზაციის რისკს. მისი თქმით, ზამთრის სეზონზე მნიშვნელოვანია ჰიგიენის დაცვა, დახურულ სივრცეებში ნიღბის ტარება, სწორ კვებასა და დასვენებაზე ზრუნვა.

ექიმმა მოსახლეობას ურჩია, რომ არ უგულებელყონ გრიპის პირველი ნიშნები და არ გადადონ სპეციალისტთან მიმართვა, რადგან არ მოხდეს ვირუსის გართულება.