ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტმა, დელსი როდრიგესმა, განაცხადა, რომ ვენესუელის ხელისუფლება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან ნიკოლას მადუროს სიცოცხლის დამადასტურებელ მტკიცებულებებს ითხოვს. მისი თქმით, ამ ეტაპზე ვენესუელის პრეზიდენტის ადგილსამყოფლის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას არ ფლობენ.
როდრიგესის განცხადებით, ვენესუელის მთავრობა ასევე მოითხოვს პრეზიდენტ მადუროსა და პირველი ლედის სიცოცხლის უსაფრთხოების დადასტურებას. ამასთან, მან აღნიშნა, რომ აშშ-ის მიერ განხორციელებული სამხედრო დარტყმების შედეგად ქვეყანაში დაიღუპა არაერთი ოფიციალური პირი, სამხედრო მოსამსახურე და მშვიდობიანი მოქალაქე.