ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დელსი როდრიგესი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News ავრცელებს. როდრიგესმა საპრეზიდენტო ფიცი ქვეყნის ეროვნულ ასამბლეაში, მისი ძმისა და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის, ხორხე როდრიგესის წინაშე დადო.

„ფიცს ვდებ, რომ ჩვენი ხალხის მშვიდობისა და სულიერი, ეკონომიკური და სოციალური სიმშვიდის უზრუნველყოფისთვის ერთი წუთითაც არ დავისვენებ. მოდით, ფიცი დავდოთ, როგორც ერთიანმა ქვეყანამ, რომ ამ საშინელ დროს ვენესუელა წინ ნაბიჯს გადადგამს“, – განაცხადა ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.