თბილისის საქალაქო სასამართლოში ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულების – პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ 5 პირის – ირაკლი ჩხვირკიას, გური ჟვანიას, ნიკა გვენცაძის და თორნიკე მჭედლიშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ კი, პროკურატურას ვიდეომტკიცებულებები აქვს წარმოდგენილი. აღნიშნული მტკიცებულებები როგორც სატელევიზიო ეთერებიდან, ასევე კერძო კომპანიებიდანაა წარმოდგენილი. სხდომას ესწრება ყველა ბრალდებული, გარდა ირაკლი შაიშმელაშვილისა და პაატა ბურჭულაძისა. როგორც პენიტენციური დაწესებულებიდან წარმოდგენილი ოქმიდან გაირკვა, ბრალდებულმა პაატა ბურჭულაძემ უარი განაცხადა სხდომაზე დასწრებაზე, ირაკლი შაიშმელაშვილის მიმართ კი ძებნაა გამოცხადებული. პროცესს ესწრება ავსტრიის კონსული.
„დაკითხულიც კი არ ვარ, ამ თემასთან დაკავშირებით, არავის უკითხავს, მინდა გამოძიებამაც იცოდეს, რომ ეს ვიდეო არ ნიშნავს, რომ წინასწარი განზრახვით შევიკრიბეთ, დავგეგმეთ. ეს ვიდეო 4-შია ჩაწერილი, ჟურნალისტებმა მთხოვეს კომენტარის გაკეთება, კონკრეტულ მონაკვეთში რომ არ მოვხვედრილიყავი იქ, ეს ვიდეო არ იქნებოდა… წინასწარ შეთანხმებული ხომ უნდა ვყოფილიყავით? ასეთი რამ არ მომხდარა, ეს იყო პერფორმანსი ჩემთვის, თავიდან ვიდეოს ნაცვლად საუბარი იყო ფოტოს გადაღებაზე, ეს ვიდეო არაფერია, მეტ ინფორმაციას მოგცემთ გამოძიებას. ირაკლი ნადირაძემ გამახსენა, მითქვამს, ეს პერფორმანსი არაა უწყინარი, შეიძლება ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენონ-თქო. პროკურატურამ, როცა კომენტარებს ვაკეთებდი მხოლოდ იმ დღის მტკიცებულებები კი არ უნდა მოიტანოს, რომელიც ჩემს წინააღმდეგაა, ისეთიც უნდა მოიტანოს, სადაც ვამბობ, რომ ამ აქციის ორგანიზატორი არ ვარ. უფრო მეტსაც გეტყვით, იმ დღეს უამრავ ადამიანთან ჩავწერე ვიდეო და გადავიღე ფოტო. არანაირ დამხობაზე არაა საუბარი, [ასეთ შემთხვევაში] ადამიანი 14 წლის ბავშვით ერთად არ წავა აქციაზე. რაიმე შეხვედრა, სადაც ამ ხალხის მონაწილეობით რამე დაიგეგმა, არ ყოფილა, ეს არის აბსურდი,”-ამის შესახებ ,,სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯაგალაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა. მისი თქმით,არ არსებობს მტკიცებულება, რომ რამე ფორმით ჩართული იყო ხელისუფლების ძალადობით შეცვლაში”.
ყოფილი გენერალური პროკურორის,მურთაზ ზოდელავას განცხადებით კი ,,აქციასთან დაკავშირებით ბევრი მითი და მოლოდინი არსებობდა, რომ, მაგალითად „ვიღაცები ხალხის მხარეს გადავიდოდნენ“.
„თავისი შინაარსით მშვიდობიანი და კანონიერი, სპონტანური, სახალხო აქცია იყო, რომლის ორგანიზებაც არ ყოფილა. იყო გულწრფელი პროტესტი, სადაც ბევრი ადამიანი მოვიდა, რადგან კრეატიული მესიჯები იყო გავრცელებული. ეს თარიღი, მითოლოგიური თარიღი გახდა. როგორც ჩანს, ხალხში იყო იმედი, რომ ვიღაც შესაძლოა გადმოსულიყო ხალხის მხარეს. ბოლო დღეებში კი ისეთი მითიც შეიქმნა, რომ ივანიშვილი ბურჭულაძის მეგობარი გახდა. ბევრი მითი შეიძინა ამ თარიღმა. სახელისუფლებო მითმა კი კიდევ ერთი ადამიანი – ბაჩო ახალაიაც შეიწირა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მეორე მხარის მითი იყო, რომ ვიღაცები ხალხის მხარეს გადავიდოდნენ. ჩემი მიზანი იყო, რომ ახლო ლოკაციის ხალხით ავსება მომხდარიყო. ამიტომ გამოძიება უნდა მიდიოდეს პიკეტირების მუხლით და არა იმ მუხლებით, რომლითაც დღეს მიდის. როდესაც სასახლესთან მივედი მოხდა ის, რაც მოხდა. სახელმწიფო პროპაგანდა ძლევამოსილია, მრავალმილიარდიანი პროპაგანდა. ეს იყო აქცია, რომელსაც ორგანიზება არ ჰქონდა. ვნახეთ მითოლოგიამ და მოლოდინებმა როგორც იმუშავა, როდესაც ვერანაირი პოზიტივი ვერ მოიტანა. აბსოლუტურად გამოუცდელმა აქციის წამყვანმა, შესაძლოა ჩემდა უნებურად გამოიწვია რაღაც ქმედება. სიტყვა – მშვიდობას ჩვენ უფრო ხშირად ვამბობდით, ვიდრე „ქართული ოცნების” კოორდინატორი არჩევნების წინ. გავიდა თვეები და არაფერი და ვერაფერი ვერ დადგინდა. არანაირი მითი არ დადასტურდა, მითი იმის მითია, რომ გაქარწყლდება და გაქარწყლდა კიდეც, დავრჩით ბრალდებულები… ადამიანური, კონკრეტული პასუხისმგებლობა მაქვს, რაც მაიძულებს მეტი ვიფიქრო სხვებზე და ნაკლები – ჩემზე. ეს პოლიტიკური დრამა სოციალურ დრამადაც გადაიქცა, რადგან განსასჯელის უმრავლესობა სოციალურადაც მძიმე მდგომარეობაშია…. კი, მე და ირაკლი [ნადირაძემ] ადმინისტრაციის ღობეს გადავაბიჯეთ, არ გამიცნობიერებია ის ღობე იყო თუ რა, როგორც გამოუცდელი აქციის წამყვანი, მივედი, რომ ჩემი გადმოსახედიდან მესამე ლოკაცია აგვეთვისებინა. ეს იყო დილიდან ჩემი შეგრძნება, თუ დაგვარბიეს, მეც უნდა დამარბიონ, რაღაც ზიანი მეც უნდა მიმეღო. ერთადერთი რაც შემეძლო, ის იყო, მეც დარბეული ვყოფილიყავი. არანაირი ღობე იქ არ იყო, გადავაბიჯე და შევედი, ჩავთვალე, რომ ჩემი ადამიანური ვალი მოხდილი მქონდა, ჩემი მოქმედების მოტივი ეს იყო. 70-მდე ადამიანი ციხეშია, გაუბედურებული და თავზარდაცემულია. მოტივი ხომ შეიძლება გამოიკვლიოთ, რატომ მოვედით რუსთაველზე?,”-განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრს,ირაკლი ნადირაძის თქმით კი ვიდეო, რომელიც პროკურატურას მის წინააღმდეგ აქვს წარმოდგენილი, არანაირ დანაშაულს არ ადასტურებს.
„ყველას მოგესლამებით, შობა-ახალ წელს გილოცავთ. ვიდეოები ვნახეთ, ორი ეპიზოდი იყო, სადაც ვამბობ, რომ სუს-ი ცდილობს გეგმა იპოვოს, მაგრამ გეგმა არ არსებობს-მეთქი. ხან ჰეგსოგენი, ხან ავტომატები ამოიღეს და ვერცერთი მტკიცებულება ვერ წამოადგინეს. თურმე, ახმელა გადატრიალება იგეგმებოდა და ამას სათავეში მსოფლიო ბანი და ყოფილი გენერალური პროკურორი ედგა. პროპაგანდა ეშლებათ, ძნელია მათი მომხრეებიც კი დააჯერო, რომ ფულის, იარაღის, ასაფეთქებლების, მოძალადეების, ჯგუფის გარეშე დიქტატურული რეჟიმი ემხობოდა და ახლა დამტებით რაღაცები შემოაქვთ, რომ აქ ძალადობრივი იყო რაღაც და ხელისუფლებაში ასე ცდილობდნენ მოსვლასო. ჩემი მოტივი კარგად ავხსენი, ყველა აქციაზე ვიყავი და ვიქნები, რადგან არ მინდა ჩვენი ქვეყნის გადაწყვეტილებები აშხაბადში, პუტინთან მიიღებოდეს. რაც არ უნდა იყოს, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენი ქვეყნის ბედი აშხაბადში არ წყდებოდეს. რაც შეეხება იმ ვიდეოს, როცა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ჩავედით, 4-ში, ღობე გადანგრეული იყო… ეს ადამიანები აქ გავიცანი და არც ერთი მტკიცებულება რომ ამ ადამიანეთან კავშირი იყო, არ არსებობს, ისინი ტყუილად არიან დაჭერილები… იქ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, როგორც რიგითი ადამიანისთვის, როგორც თქვენ ამბობთ, ორგანიზატორისთვის, ჩემთვის, წარმოუდგენელი იყო, ეს ადამიანები დაეჭირათ და მე დავრჩნეილიყავი ისე. ქვეყანაში დიქტატურაა დამყარებული, ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავთ და ვართ რუსეთში. ახლა ერთოანობა გვჭირდებ, 2 წელს მომცემენ თუ 9 წელს, გავაგრძელებთ ევროპული მომავლისთვის ბრძოლას… თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ, ეს ვიდეობი არანაირ დანაშაულს არ ადასტურებს, ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ, არაფრის შეგეშინდეთ, ბრძოლა ბოლომდე, ცეცხლი ოლიგარქიას,”-განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.