აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-მა და მისმა პარტნიორმა ძალებმა სირიაში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) სამიზნეებზე მასშტაბური დარტყმები განახორციელეს. მათივე ცნობით, დარტყმები ტერორიზმთან ბრძოლისა და რეგიონში აშშ-ისა და პარტნიორი ძალების დაცვის მიზნით განხორციელდა.

„ჩვენი გზავნილი კვლავ ძლიერია: თუ ჩვენს მებრძოლებს დააზარალებთ, ჩვენ გიპოვით და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოვახდენთ თქვენს ლიკვიდაციას, რაც არ უნდა ეცადოთ თავი აარიდოთ მართლმსაჯულებას“, – აცხადებენ აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში.

დარტყმების ადგილმდებარეობა და დანაკარგების რაოდენობა, ამ დროისთვის, უცნობია.