„ამ კვირის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 1 100-მდე თავდასხმის დრონი, 890-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი და 50-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა გაუშვა – ბალისტიკური, ფრთოსანი და „ორეშნიკის“ საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტაც კი. მათ დაარტყეს სამიზნეებს, რომლებსაც არანაირი სამხედრო დანიშნულება არ აქვთ – ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, საცხოვრებელ შენობებს. ისინი მიზანმიმართულად ელოდნენ ყინვას, რათა ჩვენი ხალხისთვის სიტუაცია გაეუარესებინათ. ეს არის მიზანმიმართული, ცინიკური რუსული ტერორი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ,”-ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა,ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ამჟამად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინის შიდა მდგრადობა და თავდაცვის გაძლიერებისკენ მიმართული მუშაობა. ზელენსკის განცხადებით, საჭიროა სტაბილური მხარდაჭერა უკრაინისთვის, მისი თავდაცვისთვის და კოორდინირებული დიპლომატია მშვიდობისთვის.