„ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისთვის სოლიდარობის გამოსახატად ქალი პოლიტიკოსები ქალთა #5 პენიტენციურ დაწესებულებასთან მივიდნენ. მათ ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერები: „მზია ამაღლობელი 1 წელია ციხეშია“, „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“, „თავისუფლება მზიას!“, „იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“.
„მზია ამაღლობელი პირველი ქართველი ქალი ჟურნალისტია, რომელიც რეჟიმმა უკანონო ტყვეობაში მოაქცია. ის არის უკანონო პატიმარი და სამშობლოს სიყვარულისთვის ისჯება. მისი გაუტეხლობა ბრძოლის მაგალითია და ის ამისთვის არაერთხელ არის დაჯილდოებული იმ რეპრესიების ფარგლებში, რომელიც რეჟიმის მხრიდან მის წინააღმდეგ არის განხორციელებული. დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მზია ამაღლობელის და სხვა რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება და რეჟიმის მხრიდან უნდა შეწყდეს ეს ტერორი,”-ამის შესახებ ,,კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა, მარიკა არევაძემ განაცხადა.
ცნობისთვის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს. მას 6 აგვისტოს, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.