12 იანვარს, თბილისში დაგეგმილია მარში სახელწოდებით — „მზიას თავისუფლებისთვის“. ღონისძიება 20:00 საათზე მარჯანიშვილის მოედნიდან დაიწყება და საქართველოს პარლამენტის მიმართულებით გაგრძელდება.
ამასთან, ერთი დღით ადრე, 11 იანვარს, 22:00 საათზე, მზია ამაღლობელის კოლეგები, მეგობრები და მხარდამჭერები სიმბოლური აქციით შეიკრიბნენ რუსთავის ქალთა კოლონიასთან.
ცნობისთვის, 12 იანვარს ერთი წელი სრულდება მზია ამაღლობელის დაკავებიდან. ორგანიზატორების განცხადებით, მარშისა და თანმდევი აქტივობების მიზანი მისი გათავისუფლების მოთხოვნის კიდევ ერთხელ დაფიქსირებაა.