მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულმა არასრულწლოვანმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ დემეტრე ჩიქოვანის დედაზე, სოფო ძნელაძეზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელმაც, თავის მხრივ, უკვე მეოთხე დღეა შიმშილობს.
საქმე გიგა ავალიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით 4 ადამიანს ეხება. მათგან ალექსანდრე გაბაშვილს წარდგენილი აქვს ბრალი სსკ-ის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით — ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც ადამიანის სიცოცხლე გამოიწვია. გიორგი რიკაძესა და ორ არასრულწლოვანს თავდაპირველად სსკ-ის 376-ე მუხლით ბრალდება დაუწესდათ — დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე.
ახალი ინფორმაციით, დაკავებული ოთხი არასრულწლოვნისგან ორის მიმართ ბრალი მეტად მძიმე გახდა. დ.ჩ.-ს ეხება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ჯგუფურად ჩადენის ბრალდება, ხოლო ა.ნ.-ს — განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა, რაც თავისუფლების აღკვეთას სამიდან შვიდ წლამდე ვადით ითვალისწინებს. თავდაპირველად ორივე არასრულწლოვანი მხოლოდ დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა.