სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო ვაჭრობის საერთო მოცულობამ, არადეკლარირებული ოპერაციების გარეშე, 25 820.9 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 10.1 პროცენტით აღემატება.
საქსტატის ინფორმაციით, ექსპორტის მოცულობამ 7 291.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 11.2-პროცენტიან ზრდას ასახავს. იმპორტი კი 18 529.7 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა, ზრდის ტემპმა 9.7 პროცენტი შეადგინა.
შედეგად, 2025 წელს საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 11 238.5 მილიონ აშშ დოლარზე დაფიქსირდა, რაც მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.5 პროცენტს წარმოადგენს.
ამავე ანგარიშის თანახმად, ქვეყნის ათ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორზე საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის 67.8 პროცენტი მოდის. მათ შორის ყველაზე მსხვილი პარტნიორები არიან თურქეთი – 3 107.9 მილიონი აშშ დოლარით, შეერთებული შტატები – 2 843.8 მილიონი აშშ დოლარით და რუსეთი – 2 688.5 მილიონი აშშ დოლარით.