„მადლობა მხარდაჭერისთვის – ლიეტუვამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, დაეხმაროს უკრაინის ქალაქებსა და თემებს თითქმის ასი გენერატორის გადაცემით. ასევე განვიხილეთ სამხედრო თანამშრომლობა, თავდაცვის ერთობლივი პროექტები და ლიეტუვას წინადადება ვილნიუსში იარაღის ექსპორტის პლატფორმის შექმნის შესახებ, PURL-ის ინიციატივის მხარდაჭერა და SAFE ინსტრუმენტის ფარგლებში თანამშრომლობა.
გავუზიარე უახლესი დეტალები მშვიდობისკენ მიმართული დიპლომატიური ძალისხმევის შესახებ, აბუ დაბიში გამართული შეხვედრების ჩათვლით, რომლებშიც მონაწილეობდნენ უკრაინის, ამერიკის და რუსეთის დელეგაციები. უკრაინა, როგორც ყოველთვის, თავის მხრივ ყველაფერს აკეთებს, რათა ომი დასრულდეს,”-ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი,ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი ლიეტუვაში დღეს ჩავიდა.