იაპონაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები დილის 07:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.

გამოკითხვის მიხედვით, იაპონიის პრემიერ-მინისტრის, სანაე ტაკაიჩის კონსერვატიულ კოალიციას შეუძლია, ქვედა პალატაში 465 ადგილიდან 300-ზე მეტი მოიპოვოს.

ამასთან, ვარაუდობენ, რომ ძლიერი თოვლი ამომრჩეველთა აქტივობაზე გავლენას მოახდენს.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თუ პარტია უმრავლესობას ვერ მოიპოვებს, თანამდებობას დატოვებს.

ცნობისთვის, იაპონიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე სანაე ტაკაიჩი 2025 წლის 21 ოქტომბერს აირჩიეს.