გამოცება Axios-ის ცნობით, 11 თებერვალს ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ და აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვაშინგტონში ერთმანეთს შეხვდებიან. შეხვედრაზე მხარეები ირანთა მოლაპარაკებების საკითხს განიხილავენ.
„პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი მოლაპარაკება ბალისტიკურ რაკეტებზე შეზღუდვასა და ირანის ღერძისთვის მხარდაჭერის შეწყვეტას უნდა მოიცავდეს,”-ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია აცხადებს.
ცნობისთვის, აშშ-სა და ირანს შორის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები ომანში პარასკევს გაიმართა. ომანის დედაქალაქ მასკატში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შეხვდნენ. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები „ძალიან კარგი“ იყო.