უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინის დელეგაცია აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლებთან დაგეგმილი მოლაპარაკებებისთვის ჟენევაში გაემგზავრა.

„ჟენევისკენ მიმავალ გზაზე. წინ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდია. გზად, ჩვენს კოლეგებთან ერთად განვიხილავთ ჩვენი ისტორიის გაკვეთილებს და სწორი დასკვნების გაკეთებას ვეცდებით. უკრაინის ინტერესები უნდა იყოს დაცული,” – წერს ბუდანოვი. ამასთანავე, აქვეყნებს ფოტოს, სადაც ის და მისი კოლეგები მატარებელში იმყოფებიან და ჟენევაში აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზე მიემგზავრებიან.