სეულის სამხედრო ძალების ცნობით, შაბათს ჩრდილოეთ კორეამ დაახლოებით 10 რაკეტა გაუშვა მას შემდეგ, რაც სამხრეთ კორეამ და აშშ-მ 11-დღიანი ყოველწლიური ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს.
ჩრდილოეთ კორეის დასავლეთ სანაპიროდან ბალისტიკური რაკეტის გაშვება დაადასტურა ტოკიოს თავდაცვის სამინისტრომაც. მათი თქმით, რაკეტა ზღვაში ჩავარდა.
იაპონიის თავდაცვის მინისტრმა, შინჯირო კოიზუმიმ ოფიციალურ პირებს დაავალა, გააგრძელონ ინფორმაციის შეგროვება და ამავდროულად, ,,შეერთებულ შტატებთან, სამხრეთ კორეასთან და სხვებთან მჭიდრო კოორდინაციის შენარჩუნებით, დარჩნენ სრულად ფხიზლად და შეინარჩუნონ კონტროლი ნებისმიერი გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის მოსამზადებლად“.
განცხადებაში თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ფხენიანის მიერ ბალისტიკური რაკეტების განმეორებითი გაშვება „საფრთხეს უქმნის იაპონიის, რეგიონის და საერთაშორისო საზოგადოების მშვიდობასა და უსაფრთხოებას“.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის, გავლენიანმა დამ, კიმ იო ჩენგმა, ამ კვირის დასაწყისში დაგმო აშშ-სა და სამხრეთ კორეის გაზაფხულის სამხედრო წვრთნები „თავისუფლების ფარი“ და ისინი გააფრთხილა „წარმოუდგენლად საშინელი შედეგების“ შესახებ.
წყარო: The Japan Times