ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს-  განსახილველ საკითხებს შორისაა საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება.  ასევე, საბჭოს შეხვედრის ფარგლებში მთავარ თემებს შორის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარებაა.  ბრიუსელში ჟურნალისტებთან საქართველოს შესახებ   განცხადებები გაკეთდა. 

   “ განვიხილავთ საქართველოს საკითხს. რა თქმა უნდა, სიტუაცია უფრო და უფრო სერიოზული ხდება, “ – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა ბრიუსელში   ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, 6  მარტიდან ამოქმედდა ვიზებთან დაკავშირებული აკრძალვა ქართველი დიპლომატებისთვის და ევროკავშირი განიხილავს, კიდევ რისი გაკეთებაა შესაძლებელი საქართველოსთან დაკავშირებით.  

“ ვიყავი რა გასულ წელს ეუთო-ს თავმჯდომარე, არა მხოლოდ ყურადღებით ვაკვირდებოდი მოვლენებს, არამედ ვიზიტით ვიმყოფებოდი საქართველოში და მტკიცე სოლიდარობა გამოვუცხადე ქართველ ხალხს, რომლებსაც, სამწუხაროდ, მზარდი ჩაგვრის ქვეშ უწევთ ცხოვრება,”  – ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა ბრიუსელში ჟურნალისტებს  განუცხადა.

მისი მტკიცებით, საქართველოში მიღებული კანონი, რომელიც კრძალავს სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინანსებას და ზღუდავს ადამიანების თავისუფლებას, არასწორი მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.-  აღნიშნა ელინა ვალტონენმა.

ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ საქართველომ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები თავისი დემოკრატიის, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების დაცვის უზრუნველსაყოფად,”  – ამის შესახებ   კი   რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოანა-სილვია ტოიუმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.  “ესტონელებს ყოველთვის ძალიან აღელვებდათ ქართველი ხალხის მომავალი. ჩვენ ყველა დონეზე ძალიან ვუჭერდით მხარს, რათა ქართველ ხალხს მიეღო ის, რაც სურდა – ევროკავშირში გაწევრიანება, “ – ამის შესახებ    ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ  განაცხადა.

მისი  თქმით, დღეს ამაზე აღარც კი საუბრობენ.  ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრ ხავიერ ბეტელის თქმით, კი   მას ჯერ კიდევ აქვს კონტაქტი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, თუმცა მიაჩნია, რომ საქართველო ევროპულ გზაზე წინ აღარ მიიწევს.  ბეტელის განცხადებით, საქართველოსთან მიმართებით ბოლო პერიოდში არაფერი შეცვლილა.  “ აბსოლუტურად ვგმობთ ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებას. სიგიჟეა, რომ თუ პატრიოტული პარტია იგებს არჩევნებს, ევროკავშირი თვლის, რომ დემოკრატია საფრთხეშია, “  – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა  როდესაც უპასუხა შეკითხვას ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გაუქმების შესახებ ევროკავშირის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.  „სულელებად ნუ ჩაგვთვლიან, ჩვენ ამას ძალიან კარგად ვხედავთ: თუ პატრიოტები იგებენ არჩევნებს, ევროკავშირი ამბობს, რომ დემოკრატია საფრთხეშია, თუ არჩევნებში ლიბერალები იმარჯვებენ, ამბობენ, რომ დემოკრატია საუკეთესო ფორმაშია. ეს ცხადია. ჩვენ ვართ ქართველების მხარეს, მოუთმენლად ველით ძვირფასი პრემიერ-მინისტრის და საგარეო საქმეთა მინისტრის მიღებას შაბათ-კვირას ბუდაპეშტში, CPAC-ზე.  საქართველოს მთავრობას შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს ყველაფერში და ჩვენ ნამდვილად პატივს ვცემთ თქვენს პატრიოტულ პოლიტიკას“, – აღნიშნა სიიარტომ.  საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ, სიიარტომ განაცხადა, რომ საქართველოში ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები და ხალხმა გადაწყვიტა, რა მიმართულებით სურთ, მათი ქვეყანა წავიდეს.  აღნიშნა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა

“ საქართველოში არაფერი შეცვლილა, სიტუაცია არ გაუმჯობესებულა. ვიცით, რა სურს ქართველ ხალხს, რას იმსახურებენ, მაგრამ მათი მთავრობა ნამდვილად არ არის დაინტერესებული ევროპული გზით,”  – ამის შესახებ  კი   ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ ბრიუსელში ჟურნალისტებს   განაცხადა.