ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, ჰორმუზის სრუტე მხოლოდ შეერთებული შტატებისთვის, ისრაელის და მათი მოკავშირეების გემებისთვისაა გადაკეტილი. „ჩვენი პერსპექტივიდან ის ღიაა. ის დახურულია მხოლოდ ჩვენი მტრებისთვის, მათთვის, ვინც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ უსამართლო აგრესია განახორციელა და მათი მოკავშირეებისთვის“, – აღნიშნა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისი თქით, ომი ისე უნდა დასრულდეს, რომ ირანის მოწინააღმდეგეებმა თავდასხმებისა და აგრესიის გამეორება აღარასდროს მოისურვონ. „ჩვენ ვამბობთ, რომ არ გვინდა ცეცხლის შეწყვეტა, არა იმიტომ, რომ ომი გვინდა, არამედ იმიტომ, რომ ამჯერად ეს ომი ისე უნდა დასრულდეს, რომ ჩვენმა მტრებმა აღარასდროს გაიფიქრონ ამ თავდასხმებისა და აგრესიის გამეორება. ვფიქრობ, მათ უკვე კარგი გაკვეთილი ისწავლეს და გააცნობიერეს, როგორ ერთან აქვთ საქმე, ისეთთან, რომელსაც არ ყოყმანობს თავის დაცვაში და მზადაა გააგრძელოს ომი სადაც არ უნდა იყოს”, – აღნიშნა არაღჩიმ. პარალელურად, ირანის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ წითელ ზღვაში აშშ-ის საზღვაო ძალების მიერ გამოყენებული ობიექტები „პოტენციურ სამიზნეებად“ ჩაითვლება.