სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია კავკასიის მედიცინის ცენტრში ოფიციალურად დაადასტურა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა.

ილია II სიცოცხლის ბოლო დღეებში კრიტიკულ მდგომარეობაში იყო და რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა.

ილია II საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად 1977 წლის 23 დეკემბერს აირჩიეს.

ილია II-ის საქმიანობა მოიცავდა საერთაშორისო საეკლესიო საქმიანობასა და აკადემიურ სფეროს. იგი იყო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტი (1978–1983) და მრავალი საერთაშორისო ინსტიტუციის საპატიო წევრი.

ილია II საქართველოს ეკლესიის 141-ე პირველიერარქი იყო.