სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარეს ილია მეორის  სამგლოვიარო პროცესია, სამების საკათედრო ტაძრიდან სიონის ტაძრისკენ მიემართება.   პატრიარქს უკანასკნელ გზაზე ათასობით მოქალაქე, ფეხით მიაცილებს.   სამებიდან სიონის ტაძრამდე, მთელ პერიმეტრზე, სადაც პატრიარქის დაკრძალვის სამგლოვიარო მსვლელობა მიემართება,  სამხედროების კორიდორია მოწყობილი,    ჯარისკაცები მთელს პერიმეტრზე  საქართველოს   დროშებით ხელში არიან განლაგებული. სამგლოვიარო მსვლელობაში   მოქალაქეებთან ერთად, მონაწილეობენ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები, წმინდა სინოდის წევრები, სასულიერო პირები.კათოლიკოს-პატრიარქი სამების საკათედრო ტაძრიდან ტაშით და შეძახილებით: „გვიყვარხარ პატრიარქო“ გამოასვენეს. პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის  ასაკში  გარდაიცვალა.