კომპანია „გერმანული ორთოპედიული მატრასები“, რომელიც უკვე 9 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე, მომხმარებლებს გერმანული ხარისხის მატრასებს სთავაზობს. კომპანიის დამფუძნებელმა, თამაზ ბორჯომელაძემ, რადიო „მაესტროს“ ეთერში, გადაცემაში „ბიზნეს თაიმი“, საკუთარ გამოცდილებასა და პროდუქციის თავისებურებებზე ისაუბრა.
„ამ ბიზნესით საქმიანობა დავიწყე პირადი ჯანმრთელობის პრობლემების გამო — მქონდა ხერხემლის გამრუდება და ვეძებდი ჩემთვის შესაფერის მატრასს. ერთი წელი ვიკვლევდი ბაზარს, ვეცნობოდი დეტალებს და საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ საუკეთესო არჩევანი გერმანული ხარისხია. ამავე დროს, შევნიშნე, რომ მსგავსი პროდუქცია ქართულ ბაზარზე ნაკლებად იყო წარმოდგენილი. სწორედ ამან მიბიძგა ბიზნესის დაწყებისკენ,“ — აღნიშნავს ბორჯომელაძე.
მისი თქმით, დღეს კომპანია ადგილზე აწარმოებს მაღალი ხარისხის მატრასებს, რომლებიც გათვლილია სხვადასხვა საჭიროებისა და პრეფერენციის მქონე მომხმარებელზე.
„წარმოებისთვის საჭირო მასალები შემოგვაქვს გერმანიიდან, თურქეთიდან და რუსეთიდან, რათა მომხმარებელს შევთავაზოთ მაქსიმალურად მაღალი ხარისხი. ჩვენი მატრასების რესურსი საშუალოდ 10 წელია, თუმცა სწორი მოვლის შემთხვევაში ისინი გაცილებით მეტხანსაც ემსახურება მომხმარებელს,“ — განმარტავს ის.
კომპანიაში შეკვეთის პროცესი მარტივი და სწრაფია.
„მატრასის შეკვეთიდან მესამე დღეს პროდუქტი მზად არის, ხოლო მეოთხე დღეს უკვე მომხმარებელთან ადგილზე მიგვაქვს. ვმუშაობთ მთელი საქართველოს მასშტაბით, ხოლო მიწოდების დრო კონკრეტულ რეგიონზეა დამოკიდებული,“ — ამბობს ბორჯომელაძე.
ის მომხმარებლებს სწორ არჩევანზე განსაკუთრებულ ყურადღებას ურჩევს:
„ხშირად ადამიანები აღნიშნავენ, რომ დილით დაღლილები იღვიძებენ და ვერ ისვენებენ. უმეტეს შემთხვევაში ეს არასწორ მატრასს უკავშირდება. მოვუწოდებ ყველას, ყურადღება მიაქციონ ხარისხს და შეარჩიონ მათთვის შესაბამისი მატრასი.“
პროდუქციის შერჩევა შეგიძლიათ ამ ბმულის საშუალებით კომპანიის ფეისბუქ გვერდზე
კომერციული მასალა