სიონის საპატრიარქო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო  მუჯირი  წირვას აღავლენს.  წირვის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი შესრულდება.   სიონის  ტაძარში, პატრიარქის საფლავზე,   მოქალაქეების ნაკადი არ წყდება     –  როგორც ცნობილია,    მრევლს ტაძარში შესვლა  და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, დილის  08:00-დან 22:00 საათამდე შეუძლია. გარდა ამისა, ტაძარში ყოველდღიურად    აღესრულება ღვთისმსახურება.   სიონის ტაძარში, სადაც საქართველოს  კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის    საფლავია, სასულიერო პირები, მგალობლების თანხლებით, პანაშვიდს იხდიან, რომელიც 40 დღის განმავლობაში აღევლინება.