კომპანია „სილქექსესი“, რომელიც 2018 წლიდან ოპერირებს, მომხმარებლებს ჩინეთის მიმართულებით სრულ საექსპორტო მომსახურებას სთავაზობს. კომპანიის დამფუძნებელმა, გიორგი ტყემალაძე, რადიო „მაესტროს“ ეთერში, გადაცემაში „ბიზნეს თაიმი“, დეტალურად ისაუბრა კომპანიის საქმიანობასა და ბაზრის ტენდენციებზე. მისი განმარტებით, „სილქექსესის“ მომსახურება ოთხ ძირითად კომპონენტს მოიცავს: პროდუქტის ძიებას, მოლაპარაკებებს, ხარისხის კონტროლსა და ლოჯისტიკას. ამ პროცესების ეფექტიანად წარმართვისთვის კომპანია ოპერირებს სამ ქვეყანაში – საქართველოში, უზბეკეთსა და ჩინეთში – ქართული მენეჯმენტის ქვეშ გაერთიანებული გუნდებით. მომხმარებელთან კომუნიკაცია კი შეკვეთის განთავსებიდან საბოლოო მიწოდებამდე უწყვეტ
რეჟიმში მიმდინარეობს.
კომპანიის ცენტრალური ოფისი მდებარეობს ქუნმინი-ში (Kunming), იუნანის პროვინციაში (Yunnan Province), საიდანაც იმართება ძირითადი ოპერაციული პროცესები, ხოლო გუანჯოუ-ს (Guangzhou) ფილიალი ტვირთის მიღებას, ინსპექტირებასა და დაკომპლექტებას უზრუნველყოფს. გიორგი ტყემალაძის შეფასებით, ჩინეთის ბაზარი ქართულ ბიზნესისთვის მზარდ შესაძლებლობებს ქმნის. მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს 2018 წელს
გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. ამასთან, პერსპექტიულად განიხილება აბრეშუმის გზა, რომელიც მომავალში კიდევ
უფრო გააძლიერებს რეგიონულ ეკონომიკურ კავშირებს.
„სილქექსესი“— ბიზნესს ჩინეთთან ვაჭრობის ბარიერების გადალახვაში ეხმარება
კომპანიის მონაცემებით,„სილქექსესის“ მომსახურებით უკვე 17 საწარმო აღიჭურვა ჩინური დანადგარებით, ხოლო სხვადასხვა ტიპის პროდუქციით 100-ზე მეტი კომპანია მომარაგდა. სერვისი ასევე მოიცავს დანადგარების ადგილზე ინსტალაციასა და პერსონალის ტრენინგს. კომპანიის ბიზნეს ფილოსოფია ღირებულების შექმნაზეა ორიენტირებული. როგორც ტყემალაძე აღნიშნავს, „სილქექსესი“ არ შემოიფარგლება მხოლოდ პროდუქტის მიწოდებით — კომპანია პროცესს სრულად მართავს და ბიზნესს ჩინურ კომპანიებთან ურთიერთობისას არსებულ ბარიერებს უმარტივებს. მოთხოვნის სტრუქტურაზე საუბრისას, კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს,
რომ ქართული ბიზნესის მხრიდან განსაკუთრებული ინტერესი ფიქსირდება ელექტრომობილებზე, სამშენებლო ტექნიკასა და მასალებზე. ამასთან, ტყემალაძე ხაზს უსვამს ჩინურ ბიზნესკულტურასთან ადაპტაციის მნიშვნელობას. მისი თქმით, პარტნიორობის ჩამოყალიბება ხშირად ხანგრძლივ პროცესს — ზოგჯერ ექვს თვემდე პერიოდსაც მოითხოვს. შესაბამისად, სწრაფი შედეგების მოლოდინი და მხოლოდ ონლაინ კომუნიკაციაზე დაყრდნობით მსხვილი კონტრაქტების გაფორმება მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს.
„სილქექსესის“ მიზანი, მისი თქმით, ქართულ ბიზნესსა და ჩინურ ბაზარს შორის ეფექტიანი ხიდის შექმნაა — ისეთი პლატფორმის, რომელიც კომპანიებს საშუალებას მისცემს, მინიმალური რისკით და მაქსიმალური ეფექტიანობით განავითარონ საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობები.