ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკამ შესაძლოა უახლოესი ორი-სამი კვირის განმავლობაში შეწყვიტოს სამხედრო იერიშები ირანზე და რომ თეირანისთვის კონფლიქტის დასასრულებლად  წინასწარ შეთანხმების დადება აუცილებელი პირობა არ არის. სულ ორი დღით ადრე ტრამპი ამტკიცებდა, რომ ირანთან მოლაპარაკებებში პროგრესი იყო მიღწეული და მარცხის შემთხვევაში გამანადგურებელი დარტყმითაც იმუქრებოდა.

ტრამპის ახალი განცხადებები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რამდენად წინააღმდეგობრივი და ზოგჯერ არაერთმნიშვნელოვანია ვაშინგტონის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი, რომელიც უკვე მეხუთე კვირაა გრძელდება, აღნიშნავს Reuters.

ამავე დროს, ქეროლაინ ლევიტითეთრი სახლის პრესმდივანი — აცხადებს, რომ ოთხშაბათს, ვაშინგტონის დროით 21:00 საათზე, აშშ-ის პრეზიდენტი ერს მიმართავს და ირანთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას გააცნცობს.

კითხვაზე, წარმოადგენს თუ არა წარმატებული დიპლომატია აუცილებელ წინაპირობას აშშ-ის ოპერაცია „Epic Fury“-ის დასრულებისთვის, ტრამპმა უარყოფითად უპასუხა.

„ირანს არ სჭირდება შეთანხმების დადება, არა,“ — თქვა მან.

ტრამპის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატებმა უკვე მიაღწია იმ მიზნებს, რომლებიც ირანზე თებერვლის ბოლოს დაწყებული ავიაიერიშების წინ იყო დასახული — კერძოდ, ირანის შესაძლებლობების შეზღუდვა ბირთვული იარაღის შექმნის მიმართულებით. მან ასევე აღნიშნა, რომ ირანის ხელისუფლება „შეთანხმებას ითხოვს“.

შეგახსენებთ, რომ ბოლო კვირების განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ ირანი ომის დასრულების პირობებზე  ამერიკის შეერთებული შტატებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

თეირანი კატეგორიულად უარყოფს მოლაპარაკებების წარმოებას. ირანის მხარის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან კონტაქტები შემოიფარგლებოდა მხოლოდ ვაშინგტონიდან გზავნილების მიღებით რეგიონული შუამავლების, მათ შორის პაკისტანის მეშვეობით.

შეგახსენებთ ბოლო დღეებში ამერიკის შეერთებული შტატები სპარსეთის ყურის რეგიონში სწრაფი რეაგირების ძალებს აგროვებს. იქ უკვე განთავსებულია 31-ე საზღვაო ქვეითთა საექსპედიციო ჯგუფი, ხოლო რეგიონში იგზავნება მე-11 ჯგუფი და 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის ნაწილები.

26 მარტს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები 10 დღით, ანუ 6 აპრილამდე გადადო. 30 მარტს მან აღნიშნა, რომ ირანთან მოლაპარაკებებში პროგრესი იყო მიღწეული და მარცხის შემთხვევაში გამანადგურებელი დარტყმითაც დაიმუქრა.

Truth Social-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ტრამპმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში და თუ ორმუზის სრუტე დაუყოვნებლივ არ „გაიხსნება“, აშშ-ამ  შესაძლოა გაანადგუროს ირანის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, მათ შორის ელექტროსადგურებიდა ნავთობის საბადოები.

სამშაბათს პიტ ჰეგსეთმა კი  ბრიფინგზე აღნიშნა, რომ პრეზიდენტი მზად არის ირანთან შეთანხმების დასადებად, რათა დასრულდეს ომი, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

მისი თქმით, მოლაპარაკებები „რეალურია, აქტიურია და ინტენსივობას იძენს“, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის ომი „უფრო მაღალი ინტენსივობით“ გააგრძელოს, თუ ირანი ამერიკულ პირობებს არ შეასრულებს.

ტრამპის მსგავსად, პენტაგონის ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ ქვეყანაში რეჟიმის ცვლილება მოხდა და ახალი ირანული ხელმძღვანელობა „უფრო გონიერი უნდა იყოს“. „ჩვენ უფრო და უფრო მეტი არჩევანი გვაქვს, მათ კი  ნაკლები,“ — განაცხადა ჰეგსეთმა და დასძინა, რომ უახლოესი დღეები გადამწყვეტი იქნება.

სამშაბათს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი-მა საპასუხოდ ახალი მუქარა გაავრცელა ახლო აღმოსავლეთში მოქმედი ამერიკული კომპანიების მისამართით, მათ შორის Microsoft, Google, Apple, Intel, IBM, Tesla, Boeing, Hewlett Packard, Dell და JP Morgan.

კორპუსმა თანამშრომლებს მოუწოდა დაუყოვნებლივ დატოვონ სამუშაო ადგილები საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ტრამპმა აღნიშნულ მუქარებს მნიშვნელობა არ მიანიჭა და განაცხადა, რომ ირანს „თითქმის აღარაფერი დარჩა, რითაც დაემუქრება“.

თეირანი კვლავ გამორიცხავს კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაწყვეტას. თუმცა აბას არაღჩიAl Jazeera-სთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ იღებს შეტყობინებებს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლისგან.

მისი თქმით, გზავნილები იგზავნება როგორც შუამავლების მეშვეობით, ისე პირდაპირაც, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მხარეებს შორის სრულფასოვანი მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

სტივ უიტკოფი აწარმოებდა მოლაპარაკებებს აბას არაღჩისთან, რომლებიც შეწყდა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ ომის დაწყების წინ. თეირანი ვაშინგტონს ვერაგობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ახალ მოლაპარაკებებზე უარს ამბობს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა Al Jazeera-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ქვეყანას ჯერ არ გაუცია პასუხი აშშ-ის მიერ შეთავაზებულ 15-პუნქტიან გეგმაზე – მიუხედავად იმისა, რომ ადრე ირანული მედია იუწყებოდა, თითქოს თეირანმა საპასუხო პირობები წამოაყენა. ეს პირობები მოიცავდა ომისთვის კომპენსაციის გადახდას, მომავალი თავდასხმებისგან უსაფრთხოების გარანტიებს და ორმუზის სრუტეზე სუვერენიტეტს.

„ირანის პირობები ომის დასასრულებლად ნათელია,“ — განაცხადა არაღჩიმ, და დაადასტურა, რომ ირანი უსაფრთხოების გარანტიებსა და ომისთვის კომპენსაციას მოითხოვს. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანა არ დათანხმდება მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტას .

თავის მხრივ, ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანი განაცხადა, რომ ქვეყანას აქვს „საკმარისი ნება“ ომის დასასრულებლად, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიიღებს „სავალდებულო გარანტიებს“, რომლებიც თავიდან აიცილებს აგრესიის განმეორებას. ამის შესახებ მან ტელეფონით საუბრისას განაცხადა ანტონიუ კოშტასთან, იტყობინება IRNA.

სამშაბათს დონალდ ტრამპმა ახალი ევროპელი მოკავშირეები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა, რადგან მათ  უარი თქვეს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ წარმოებული ომის მხარდაჭერაზე. განსაკუთრებით მან გაერთიანებული სამეფო გამოყო.

Truth Social-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ტრამპმა აღნიშნა, რომ იმ ქვეყნებს, რომლებიც ორმუზის სრუტეში მიმდინარე მოვლენების გამო საწვავის დეფიციტს განიცდიან — მათ შორის გაერთიანებული სამეფო — შეუძლია შეიძინოს საწვავი აშშისგან. ამასთან, მან მოუწოდა მათ, „გამოიჩინონ სიმამაცე“, შევიდნენ სრუტეში და თავად დაამყარონ კონტროლი მასზე.

ტრამპის განცხადებებიდან ირკვევა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები შესაძლოა მზად იყოს შეაჩეროს საბრძოლო მოქმედებები მანამდე, სანამ ორმუზის სრუტესთან დაკავშირებული ვითარება არ დარეგულირდება. აღნიშნული სრუტე უკვე ერთ თვეზე მეტია ფაქტობრივად ბლოკირებულია ირანი-ის მიერ: დღეისათვის მასში ყოველდღიურად დაახლოებით 10 გემი გადაადგილდება, მაშინ როდესაც ომამდე ეს მაჩვენებელი დაახლოებით 140-ს შეადგენდა. სრუტე წარმოადგენს მნიშვნელოვან საზღვაო მარშრუტს, რომლის გავლით ხორციელდებოდა მსოფლიო ნავთობისა და თხევადი გაზის ექსპორტის დაახლოებით 20%.

„თქვენ მოგიწევთ ისწავლოთ დამოუკიდებლად მოქმედება — ამერიკის შეერთებული შტატები აღარ დაგეხმარებათ, როგორც თქვენ არ იდექით ჩვენს გვერდით. ირანი, ფაქტობრივად, უკვე დამარცხებულია. ყველაზე რთული ეტაპი გავლილია. წადით და თავად დაიბრუნეთ თქვენი ნავთობი!“ — განაცხადა ტრამპმა.

მანამდე ტრამპი უშედეგოდ ცდილობდა საერთაშორისო კოალიციის ფორმირებას, რომლის მიზანი ორმუზის სრუტეში გემების გაგზავნა იქნებოდა.

მანამდე   გაერთიანებული შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარე დენ კეინი აცხადებდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს იერიშებს ირანის მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტებზე და უკვე განადგურებულია ირანის საზღვაო ძალების 150-ზე მეტი გემი.

ამასთან, პაკისტანი კვლავ ცდილობს კონფლიქტში შუამავლის როლის შესრულებას. სამშაბათს ჩინეთისა და პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პეკინში გამართულ შეხვედრაზე დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების სწრაფად დაწყებისკენ მოუწოდეს მხარეებს.

ამავე დროს, მედია ავრცელებს ინფორმაციას ახალი მასირებული ავიაიერიშების შესახებ ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებზე. ისრაელის სამხედროების განცხადებით, ლიბანის დედაქალაქზე განხორციელებული ორი შეტევის სამიზნე იყო ჰეზბოლას მეთაური და კიდევ ერთი მაღალი რანგის ფიგურა. ლიბანის სახელმწიფო მედიამ კი ავტომობილზე განხორციელებული დარტყმის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

თავის მხრივ, სირიის სახელმწიფო ტელევიზიამ განაცხადა, რომ დამასკოში აფეთქებების ხმა გამოწვეული იყო ირანული რაკეტებთან დაკავშირებული მოქმმედებებით, რომლებიც ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა განახორციელეს.

ისრაელის სამხედროებმა კი ოთხშაბათს განაცხადეს, რომ იემენიდან კიდევ ერთი რაკეტა იქნა გაშვებული ისრაელის მიმართულებით.

შეგახსენებთ, რომ ჰუსიტები, რომლებიც მხარდაჭერას ირანისგან იღებენ, ბოლო დღეებში  მიმდინარე კონფლიქტს შეუერთდნენ.