კომპანია „ნემო“ მომხმარებლებს სრულ საინჟინრო გადაწყვეტილებებს, მაღალი ხარისხის წყლის ტუმბო–აგრეგატებს და ტექნიკურ მხარდაჭერას სთავაზობს. ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენელმა, მიშო სახვაძემ, რადიო „მაესტროს“ ეთერში, გადაცემაში „მაესტროს ბიზნეს თაიმი“ განაცხადა.
მისი თქმით, კომპანიას მრავალწლიანი გამოცდილება და ასობით წარმატებით განხორციელებული პროექტი აქვს, რაც მისივე შეფასებით, ბაზარზე ლიდერის პოზიციაზე მიუთითებს.
სახვაძემ განსაკუთრებით გამოყო სარწყავი სისტემების მიმართულება, რომელიც კომპანიის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საქმიანობის სფეროა. მისი განმარტებით, „ნემო“ მომხმარებლებს სთავაზობს სრულ მომსახურებას – ტერიტორიის შეფასებიდან დაწყებული, კონსულტაციითა და პროექტირებით გაგრძელებული და საბოლოოდ მონტაჟით დასრულებული.
„ჩვენთან მოქმედებს ერთიანი მომსახურების პრინციპი — მომხმარებელი მოდის მხოლოდ სურვილით, დანარჩენ პროცესს სრულად ჩვენ ვუზრუნველყობთ. აღნიშნული მიმართულება მზარდი მოთხოვნით ხასიათდება და აქტიურად ვაწვდით ჩვენს პროდუქტსა და სერვისებს მომხმარებლებს“, – აღნიშნა სახვაძემ.
მისივე ინფორმაციით, კომპანია აქტიურად თანამშრომლობს როგორც სამშენებლო სექტორთან, ისე კერძო მომხმარებლებთან.
„სატუმბ მოწყობილობებს ვაწვდით სამშენებლო კომპანიებს, რათა მათ მიერ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში წყლის წნევის პრობლემა არ არსებობდეს. ამასთან, კერძო სახლების მფლობელებს ვეხმარებით შესაბამისი სიმძლავრის ტუმბოების შერჩევაში მათი საჭიროებების მიხედვით“, — განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.
სახვაძის თქმით, სექტორში მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვა აქტიურად მიმდინარეობს, რის შესაბამისადაც კომპანია „ნემო“ უახლოეს პერიოდში მომხმარებლებს ახალ პროდუქტებს შესთავაზებს.
„ძალიან მალე ბაზარზე გამოვიტანთ ღვინის,რძისა და თაფლის ტუმბოებს. ამ პროდუქტებზე მოთხოვნა უკვე შეინიშნება, და ჩვენ მუდმივად ვრეაგირებთ მომხმარებლის საჭიროებებზე. უახლოეს მომავალში აღნიშნული ტუმბოები გაყიდვაში ჩაეშვება“, – განაცხადა მან.
კომპანია „ნემოს“ თბილისში ორი ფილიალი აქვს — ერთი ვეფხისტყაოსნის ქუჩა №6-ში მდებარეობს, ხოლო მეორე ელიავას მიმდებარედ, კოსმონავტების სანაპირო №27-ში.
კომპანიის ინფორმაციით, მომხმარებლებს კონსულტაციის მიღება შეუძლიათ როგორც სოციალური ქსელების მეშვეობით, ასევე საკონტაქტო ნომერზე დარეკვით.
კომერციული მასალა