იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა.  ცეცხლი, ტრადიციისამებრ, მაცხოვრის საფლავზე მდებარე კუვუკლიიდან იერუსალიმის პატრიარქმა გამოიტანა. წმინდა ცეცხლს ჭეშმარიტების ნათელს უწოდებენ, რომელიც სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს.    იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში შეკრებულმა   მორწმუნეებმა წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა იზეიმეს.  ცეცხლის გარდამოსვლის დროს ეკლესიის ტერიტორიაზე პოლიციის ასობით თანამშრომელი იყო განლაგებული, რომლებიც უსაფრთხოებას იცავდნენ.