მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპის მხარდაჭერით, პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ მეორე ფაზა დაიწყო — რეგისტრაცია შესაძლებელია 30 აპრილის ჩათვლით.
პროექტი 3 წლიანია და მისი მიზანია საქართველოს 4 რეგიონში ახალგაზრდა
მეწარმეების მხარდაჭერა და ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობა.
თუ ხართ 18-35 წლის, ცხოვრობთ ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, გურიაში ან აჭარაში და გაქვს იდეა ან უკვე არსებული მცირე ბიზნესის განვითარების სურვილი — ეს პროგრამა თქვენთვისაა.
თქვენ გექნებათ შესაძლებლობა:
მიიღოთ 30 000 ლარამდე ფულადი გრანტი
გაიაროთ პრაქტიკული ტრენინგები
დაიწყოთ ან განავითაროთ საკუთარი ბიზნესი
პროექტი „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) – ფაზა II ხორციელდება საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია მერსი ქორფსის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ, “ავსტრიის საერთაშორისო პარტნიორობის” (International Partnerships Austria) დაფინანსებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: 595 951 236;
ან დარეგისტრირდით ონლაინ: https://shorturl.at/gBoMw
კომერციული მასალა